როფეოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

როფეოციტოზი – (ropheocytosis ბერძნ.ropheo  –  ვსრუტავ და cytos  –  უჯრედი) უჯრედის მიერ გარემოდან სუბმიკროსკოპული ნაწილაკებისა და მაკრომოლეკულების შთანთქმის პროცესი. ეს მიმდინარეობს ციტოლემაზე მიკრული ნაწილაკების ჩართვის ნაკეცების სიღრმეში, რაც დაკავშირებულია მემბრანის გადიდების მოვლენასთან. პლაზმოლემის ნაკეცების ძირზე ნაწილაკების მოხვედრის შემდეგ ხდება ნაკეცის ბოლო უბნის გამოყოფა (გადაზონრვა) შთანთქმულ ნაწილაკებთან ერთად, რასაც თან სდევს ციტოპლაზმის შიგნით უწვრილესი ვაკუოლების წარმოქმნა. ამ პროცესის მსგავსი პინოციტოზისაგან როფეოციტოზი განსხვავდება სუბმიკროსკოპული ზომებითა და უჯრედის მიერ შთანთქმადი ნაწილაკების მეტი სიმკვრივით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook