რუბინშტეინ – ტეიბის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რუბინშტეინ – ტეიბის სინდრომი – (J. H. Rubistein, ამერ. პედიატრი; H. Taybi, ამერ. რენტგენოლოგი) თავის ტვინის, ქალას და სახის ძვლების, თითების დისტალური ფალანგების განვითარების თანდაყოლილი მანკების კომპლექსი; ეტიოლოგია და პათოგენეზი დადგენილი არ არის. დაავადება თანაბარი სიხშირით გვხვდება გოგონებსა და ბიჭუნებში. ავადმყოფის დათვალიერებისას ყურადღებას იპყრობს ქალა – სახის დიზმორფია: ფთოზი, ჰიპერტელორიზმი, ,,არწივისებრი” ცხვირი, მიკრო –  და რეტროგნატია, მაღალი სასა; ხელების და ფეხის დიდი თითების დისტალური ფალანგები მოკლე, ფართო, ჩაჭყლეტილია. ბავშვები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან  გონებრივ განვითარებაში; დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური გამოვლინებების საფუძველზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook