რუბრომიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რუბრომიკოზი – (კანისა და ვენ. დაავ.) დაავადება, რომლის გამომწვევია წითელი ტრიქოფიტონ – ის სოკოები. დაზიანებამ შესაძლოა მოიცვას ფეხის და ხელის ფრჩხილები, აგრეთვე სხეულის, კიდურების, სახის კანი. სიმპტომები. ფეხის და ხელისგულებზე კანი მცირეოდენ ჰიპერემიულია, რქოვანა გარსი შესქელებულია, აქერცვლას გააჩნია რგოლისებური, ფირფიტისებური, ღარებში – მუკოიდური ხასიათი. ეპიდერმოფიტიისგან განსხვავებით ზიანდება ფეხის და ხელისგულების მთელი ზედაპირი, ტერფების და მტევნების ზურგის ზედაპირი. ტერფების თითებსშორის სივრცეში – ჰიპერკერატოზი, მაცერაცია, აქერცვლა, ნახეთქები. ავადმყოფი უჩივის ძლიერ, შემაწუხებელ ქავილს. ფრჩხილის ფირფიტები ზიანდებიან ერთიმეორის მიყოლებით. სოკო სწრაფად აღწევს ფირფიტის მთელ სისქეში, შემდეგ კი ფრჩხილის სარეცელზეც. ფრჩხილები ხდებიან მტვრევადნი გვერდებზე და იძენენ ნისკარტისებურ შესახედაობას. სხეულის კანზე რუბრომიკოზი ვლინდება კუწუბისებური მოხაზულობის ლაქების სახით. წვივის, ბარძაყების, დუნდულოების კანზე ზოგჯერ აღინიშნება ფოლიკულურ – კვანძოვანი ფორმა. მიმდინარეობა ქრონიკული და დუნეა.

გაფრთხილება!

ბმულები: გვერდი ,,თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის”

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..