რუსტიცკის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რუსტიცკის დაავადება – მიელომური დაავადება, მრავლობითი მიელომა, პლაზმურუჯრედოვანი პარაპროტეინემიული რეტიკულოზი, პლაზმოციტომა, ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება. გვხვდება 40 წელს გადაცილებული ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლებში. დამახასიათებელია ოსალგია, ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა, ნორმოქრომული მიკროციტული ანემია, ერთმანეთზე დაწყობილი მონეტების მსგავსი ერითროციტების წყობა  –  სხვადასხვა პროცენტული ოდენობით, პლაზმური უჯრედების არსებობა პერიფერიულ სისხლში, მაღალი ედს, ძვლის ტვინში პლაზმური უჯრედების ჰიპოპლაზია, იმუნური თვისებების დაქვეითება, შინაგან ორგანოთა პარაამილოიდოზი, რენტგენოლოგიურად უპირატეად ბრტყელ ძვლებში აღინიშნება სხვადასხვა ზომის (რამდენიმე მმ – დან 3 სმ – მდე და მეტიც) დეფექტი. საერთო ცილა სისხლში მომატებულია, ელექტრო და იმუნოელექტროფორეზით მჟღავნდება ანომალიური, ფუნქციურად ინერტული ცილები  –  პარაპროტეინები და ბენ – ჯონსის ცილა (იხ.), პროგნოზი ცუდია. სინონიმები: რუსტიცკი – კალერის დაავადება, კალერის დაავადება, კალერ – ბოცოლოს დაავადება, ჰაპელის დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook