საავტორო ხელშეკრულება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საავტორო ხელშეკრულება – შეთანხმება საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების გამოყენების პირობების შესახებ. სხვა პირების მიერ ნაწარმოებების გამოყენება დაიშვება მხოლოდ ავტორთან, ან მის მიერ უფლებამოსილთან ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა კანონით მითითებული შემთხვევებისა. მსოფლიო პრაქტიკაში ადგილი აქვს ავტორთა მიერ საავტორო ხელშეკრულებით გამომცემლობისათვის ხელნაწერის გადაცემას ე. წ. მსოფლიო უფლებებით. ანუ საავტორო უფლების გამოყენებით ყველა ქვეყანაში, ყველა ენაზე და ხშირად, მისი მოქმედების მთელი ვადის პერიოდში. მსოფლიო პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებული საავტორო ხელშეკრულების სახეებია: საგამომგონებლო, სადადგმო, სასცენარო, მხატვრული შეკვეთის, გამოუქვეყნებელი დეკორატიულ – გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოების მრეწველობაში გამოყენების.

გაფრთხილება!

 

Share this...Share on Facebook
Facebook