საგარანტიო წერილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საგარანტიო წერილი – დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გარანტი (მიმღები) თავის თავზე იღებს გარკვეულ ვალდებულებებს. მხედველობაშია, რომ ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს საბუთში აღწერილი პირობის დადგომისას. სანაოსნო პრაქტიკაში საგარანტიო წერილის გაცემა ხდება შემდეგ შემთხვევაში: 1. თუ ტვირთის გემზე დატვირთვისას წარმოიშვება დავა ტვირთის ნამდვილი რაოდენობის შესახებ, ტვირთის გაგზავნის, კონოსამენტის მიღების მიზნით, გემის ადმინისტრაციას შუძლია მისცეს საგარანტიო წერილი, რომელშიც გამოხატულია მისი მზადყოფნა დანიშნულების პორტში ტვირთის რაოდენობაზე წარმოქმნილი პრეტენზიები მიიღოს თავის თავზე. 2. როცა ორდერული კონოსამენტით ტვირთის მიმღებს არ შეუძლია მისი ორიგინალის წარმოდგენა, შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ტვირთი შეიძლება გაიცეს საგარანტიო წერილის თანახმად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..