საინფორმაციო სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საინფორმაციო სისტემა – (ინტ.) information system  ერთმანეთთან განსაზ ღვრული სახით დაკავშირებულ მატერიალურ ან არამატერიალურ ელემენტთა სიმრავლე, რომლებიც ქმნიან თავისებურ მთლიანობას. ასეთი სისტემის სახით ნებისმიერი რეალური ობიექტი შეიძლება წარმოვადგინოთ. თითოეული სისტემა უკვე თავისი არსით წარმოადგენს საინფორმაციო წარმონაქმნს, რადგან მისი ელემენტების ურთიერთკავშირი ხორციელდება ინფორმაციის გადადინების გზით. სისტემის ცნება ძალზე ფართოდაა გამოყენებული ინტერნეტიკაში, მას მრავალი გაგება აქვს და ყველაზე უფრო ხშირად ეს  ცნება შეეფარდება ორგანიზაციულად მოწესრიგებულ დოკუმენტთა ერთობლიობას ან ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ურთიერთდაკავშირებულ კომპლექსს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook