საკვერცხის ატრეზიული ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საკვერცხის ატრეზიული ფოლიკული – (folliculus atreticus ლათ. folliculus  –  პარკი, atretos  –  აკრძალული) ფოლიკული, რომელიც ვითარდება ისე, რომ მომწიფებას არ მიაღწევს. საკვერცხეში ატრეზიული  –  ოოციტით დაღუპული ფოლიკულებია. ატრეზიას შესაძლებელია განიცდიდეს როგორც პრიმორდიული, ასევე მზარდი ფოლიკულები. ატრეზიის პროცესი პრიმორდიულ ფოლიკულებში იწყება ოოციტის დეგენერაციით, ხოლო შემდეგ თვით ფოლიკუ­ლოციტებიც გადაგვარდება. ატრეზიის დროს მსხვილი ფოლიკულების ადგილას ჩამოყალიბდება ატრეზიული სხეული შიგნითა თეკა გარსის  უჯრედების  –  თეკოციტების გამრავლების შედეგად გადაგვარებული ფოლიკულის ნაშთის გარშემო. მზარდი ფოლიკულები საკვერცხეში მეორეული ფოლიკულებია (ლათ. folliculus ovaricus secundarius), რომლებიც ზრდის სხვადასხვა სტადიაზე არიან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook