საკვერცხის ციკლი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საკვერცხის ციკლი – (cyclus ovarii სინ.ოვარიული ციკლი ლათ.ovarium  –  საკვერცხე) კვერცხუჯრედისა და ფოლიკულის მომწიფების თანამიმდევრული ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც ბოლოვდება კვერცხუჯრედის გამოსვლით გამსკდარი ფოლიკულიდან და მის ადგილას ყვითელი სხეულის განვითარებით. იგი ქალის ორგანიზმში გრძელდება 21 – 28 დღე და მიმდინარეობს ციკლურად. ოვარიული  –  საკვერცხისეული ციკლი დაკავშირებულია საკვერცხის ჰორმონების  –  ესტროგენებისა და პროჟესტერონის პერიოდულ, მორიგეობით გამომუშავებასთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook