მკურნალობა უცხოეთში


სამკურნალო წიგნი კარაბადინი

სამკურნალო წიგნი კარაბადინი – XV ს. სამედიცინო ძეგლი, რომლის ავტორია ზაზა ფანასკერტელი – ციციშვილი. წიგნი 2 ტომად არის შედგენილი და მასში საკმაო სიზუსტითაა განხილული მედიცინის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, აღწერილია დაავადებათა გამოცნობის ხერხები, ობიექტური გასინჯვის მეთოდები. ავადმყოფთა გამოკვლევის უაღრესად რაციონალური სქემა; კარგად არის გაშუქებული სამკურნალო საშუალებათა სხვადასხვა ფორმა, მკურნალობის მრავალნაირი მეთოდი. >>>> განხილულია ადამიანის ანატომიის და ფიზიოლოგიის ძირითადი საკითხები, მოცემულია ფსიქიკის მატერიალ. გაგების ელემენტები, ტვინი აღიარებულია გარემოს შეცნობის ორგანოდ. ავტორი უარყოფს ფსიქ. დაავადების მისტ. ბუნებას და მიიჩნევს მას ტვინის ორგ. დაავადებად, რ – იც საჭიროებს მკურნალობას წამლებით და არა მაგიურ – რელიგ. რიტუალებით. ”სამკურნალო წიგნი  -  კარაბადინი” შუა საუკ. ერთ – ერთი მნიშვნელოვანი წყაროა როგორც სამედ. – ბიოლ., ისე ქართ. საზ. და ფილოს. აზროვნების ისტორიისათვის. გამოც.: ფანასკერტელ – ციციშვილი ზ., ”სამკურნალო წიგნი. კარაბადინი, [წგნ. 1 - 2], თ ., 1978 მ. შენგელია. [“1”]

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილება!

 

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka