სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა – სამედიცინო გამოკვლევა და დასკვნა სპეციალურ სამედიცინო და ბიოლოგიურ საკითხებზე, რომლებიც წამოიჭრება სასამართლო – საგამოძიებო პრაქტიკაში. ტარდება მხოლოდ საგამოძიებო და სასამართო ორგანოების დადგენილებით ადამიანის სიკვდილის მიზეზის, სხეულის დაზიანების ხასიათის, ჯანმრთელობისა და ასაკის, სიმთვრალის ხარისხისა და პიროვნების იდენტიფიკაციის დასადგენად. სსრკ – ში სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზას ატარებენ ექიმი სპეციალისტები  –  სასამართლო – სამედიცინო ექსპერტები. თუ ექსპერტი ადგილზე არ აღმოჩნდა, სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა შეიძლება დაევალოს ყველა სპეციალობის ექიმს. გართულებულ შემთხვევებში სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება ევალება რამდენიმე ექსპერტს სხვა სპეციალობის ექიმებთან ერთად. სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში. სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის საკითხებს შეისწავლის სასამართლო მედიცინა. რ. გვეტაძე. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook