სასის ნუშურების ჰიპერტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სასის ნუშურების ჰიპერტროფია – 1. ხშირად შერწყმულია ადენოიდებთან. გვხვდება ბავშვთა ასაკში, როგორც ხახის ლიმფადენოიდური ქსოვილის ჰიპერტოფიის გამოვლინება. ასაკთან ერთად ჰიპერტროფული ნუშები შესაძლოა დაექვემდებარონ უკუგანვითარებას. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ვლინდება სუნთქვის, მეტყველების, საკვების გადაყლაპვის გაძნელებით. მექანიკური წინააღმდეგობის გამო შესაძლებელია წარმოიქმნას რეფლექტორული ხველა ღამით, განსაკუთრებით ბავშვებში. ეს ბავშვები მძიმედ იტანენ ქუნთრუშას, დიფტერიას. ფარინგოსკოპიით  ჩანს, რომ სასის ნუშები მკვეთრად გადიდებული, მოვარდისფეროა, შპატელით დაჭერისას  რბილია, გამოდიან სასის რკალებიდან ღებინებითი მოძრაობების დროს, ერთმანეთთან შეხებით ხურავენ ხახას. დამახასიათებელია, რომ ბავშვებში ანთებითი მოვლენები ასეთ ნუშებში არ აღინიშნება. 2.  (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ჩვეულებრივ აღინიშნება ბავშვებში. სიმპტომები. ნუშურა ჯირკვლები მნიშვნელოვნადაა გადიდებული, ერთმანეთთან შეხებამდეც კი. მკვეთრი ჰიპერტროფიის დროს სუნთქვა გაძნელებულია. მკურნალობა ქირურგიულია (ნუშურა ჯირკვლების მოცილება).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook