სასუნთქი გზების სკლერომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სასუნთქი გზების სკლერომა – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ვოლკოვი – ფრიშის ჩხირი. სიმპტომები. ცხვირის, ხახის (უხშირესად ცხვირხახის, ხორხის, ტრაქეის, მთავარი ბრონქების) ლორწოვანი გარსის ნელა პროგრესირებადი ინფილტრაცია. ინფილტრაცია განიცდის დანაწიბურებას და იწვევს სასუნთქი გზების სანათურის თანდათანობით შევიწროებას. ინფილტრატის წარმოქმნას და დანაწიბურებას თან სდევს ატროფია, სიმშრალე ქერქების წარმოქმნით. ხორხის, ტრაქეის, ბრონქების სტენოზირებას მივყავართ ხმის ჩახლეჩამდე, სუნთქვის დარღვევამდე. დიაგნოზის დასმა ხდება სასუნთქი გზების გასინჯვის (გაფერმკრთალებული – ვარდისფერი არათანაბარი ზედაპირის ინფილტრატები, ნაწიბუროვანი შეხორცებები), სეროლოგიური რეაქციების, ბიოფსიის საფუძველზე. მკურნალობა. ნაწიბურების და შეხორცებების ამოკვეთა. სტრეპტომიცინი, რენტგენოთერაპია. მყარი ნაწიბუროვანი სტენოზის დროს – ხორხის და ტრაქეის ბუჟირება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..