სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი – (გინეკ.) სპეციფიკური ანთება, წარმოადგენს მეორად პროცესს. ტუბერკულოზის მიკობაქტერიები სასქესო ორგანოებში ხვდებიან უპირატესად ჰემატოგენური გზით (უხშირესად ფილტვებიდან, ნაწლავიდან, პერიტონეუმიდან). ხშირად გვხვდება 20 – 30 წლის ასაკის ქალებში, თუმცა ვლინდება აგრეთვე ბავშვებში და ხანშიშესულ ასაკშიც. დასნებოვნების მომენტიდან კლინიკურ გამოვლინებამდე ხანგრძლივი შუალედია (ზოგჯერ წლები). უხშირესად ტუბერკულოზით ზიანდება საშვილოსნიოს მილები (85 – 90%), საშვილოსნო (34 – 40%), იშვიათად საკვერცხები (15 – 20%). საშვილოსნოს ყელის და საშოს ტუბერკულოზი ძალიან იშვიათად გვხვდება. სიმპტომები, მიმდინარეობა ძალიან მრავალფეროვანია და დამოკიდებულია მიზეზის ხარისხზე. დამახასიათებელია ხანგრძლივი მიმდინარეობა, პროცესის ხშირად გამწვავება, მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა (ჰიპომენსტრუალური სინდრომი, ამენორეა, მენორაგია), პირველადი უნაყოფობა. სასქესო ორგანოების ტუბერკულოზის ამოცნობა დაფუძნებულია ანამნეზის შესწავლაზე (ტუბერკულოზით დაავადებულთან კონტაქტი, ბავშვობაში გადატანილი ტუბერკულოზი), ობიექტური გამოკვლევების მონაცემებზე (ფილტვებში სპეციფიკური ცვლილებები, სუბფებრილიტეტი, გინეკოლოგიური გამოკვლევის შედეგები არადამახასიათებელია), პირკეს, მანტუს ტუბერკულოზურ რეაქციებზე და კოხის სინჯზე, აგრეთვე ჰისტეროსალპინგოგრაფიის მონაცემებზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook