სასქესო უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სასქესო უჯრედები – (cellulae sexuales)   უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან სასქესო ჯირკვლების (სპერმატოზოიდებისა და კვერ­ცხ უჯრედების) ეპითელიუმის განვითარების პროცესში. ისინი სპეციალ­დებიან ორგანიზმთა კვლავწარმოსაქმნელად. განაყოფიერების დროს მამრობითი და მდედრობითი სასქესო  უჯრედები წარმოქმნიან ზიგოტას , რომლისგანაც ახალი ორგანიზმი ვითარდება. სასქესო უჯრე­დებთანაა დაკავშირებული მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემა მშობლებიდან შთამომავლობაზე. მომწიფებულ სასქესო უჯრედებს აქვს ქრომოსომების ჰაპლოიდური ნაკრები. დაწვრილებით სასქესო  უჯრედების განვითარებაზე იხ.სპერმატოგენეზი, ოოგენეზი, მეიოზი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook