საშიში ქიმიური ნივთიერებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საშიში ქიმიური ნივთიერებები – (საქართველოს კანონიდან საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ) ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც მავნე ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე და მიეკუთვნებიან ტოქსიკურობისა და საშიშროების შემდეგ კლასებს: ა) ფეთქებადი ნივთიერებები და პრეპარატები მყარ, თხევად, პასტისმაგვარ ან ლაბისებრ მდგომარეობაში, რომლებიც იწვევენ ეგზოთერმულ რეაქციას ატმოსფერული ჟანგბადის გარეშე და სწრაფად გამოყოფენ გაზებს, დეტონირებენ, ადვილად აალდებიან ან ფეთქდებიან ნაწილობრივ დახშულ პირობებში გახურებით; ბ) დამჟანგავი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ძლიერ ეგზოთერმულ რეაქციას სხვა აალებად ნივთიერებებთან შეხებისას; გ) უკიდურესად აალებადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებსაც აქვთ დაბალი აალების და დუღილის წერტილები, აალდებიან ჰაერთან შეხებისას ოთახის ტემპერატურასა და ნორმალურ ატმოსფერულ წნევაზე; დ) ადვილად აალებადი ნივთიერებები და პრეპარატები: დ.ა) ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ცხელდებიან და აალდებიან ჰაერთან შეხებისას ოთახის ტემპერატურაზე, ენერგიის სხვა წყაროების არარსებობისას; ბ) მყარი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც აალდებიან სითბოს წყაროსთან ხანმოკლე შეხებისას და განაგრძობენ წვას ამ წყაროს მოცილების შემდეგაც; გ) თხევადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებსაც აქვთ დაბალი აალების წერტილი; დ) ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც წყალთან ან ნესტიან ჰაერთან შეხებისას გამოყოფენ ადვილადაალებად აირებს საშიში ოდენობით;  ე) ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ცოცხალ ქსოვილთან შეხებისას აზიანებენ მას; ვ) ტოქსიკური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მცირე ოდენობით მოხვედრისას იწვევენ სიკვდილს, მწვავე ან ქრონიკულ მოწამვლას; ზ) გამაღიზიანებელი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ფიზიკურ გაღიზიანებასა და ანთებით პროცესს; თ) ალერგიული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ზემგრძნობელობას (ალერგიულ რეაქციას);  ი) კანცეროგენული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ან ხელს უწყობენ სიმსივნური დაავადების განვითარებას;  კ) მუტაგენური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ან ხელს უწყობენ გენეტიკური სისტემის მოშლას; ლ) ტერატოგენური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ან ხელს უწყობენ ნაყოფის განვითარების პროცესის დარღვევას და სიმახინჯეებს; მ) გონადოტროპული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ან ხელს უწყობენ სასქესო ჯირკვლების ფუნქციის მოშლას; ნ) ემბრიოტროპული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ჩანასახის განვითარების მოშლას; ე) საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენება – ნივთიერების წარმოება, იმპორტი და ექსპორტი, ნიშანდება – ეტიკეტირება, ტრანსპორტირება, შენახვა – დასაწყობება, რეალიზაცია – გავრცელება, გადამუშავება, მოხმარება, გამოყენებიდან ამოღება ან სხვა სახით გამოყენება, მისი შექმნა – დამზადებიდან დაწყებული;

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..