სახსრის ჩირქოვანი ანთება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სახსრის ჩირქოვანი ანთება – (ქირურგ.) ვითარდება სახსრის ჭრილობის დროს ჩირქმბადი მიკრობების მოხვედრის ან მათი შორეული ანთებითი კერებიდან გადატანის შედეგად.  სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე ტკივილების სახსარში, რის გამოც მასში მოძრაობა ძალიან მტკივნეულია და შეუძლებელიც კი. სახსრის მიდამო შესიებულია, მისი კონტურები შეცვლილი, ზეწოლა და მსუბუქი შეხებაც კი აძლიერებს ტკივილს. პალპაციით ისინჯება ფლუქტუაცია. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, სხეულის ტემპერატურა მატულობს, იღებს ჰექტიურ ხასიათს, ვლინდება შემცივნებები. სისხლში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი. მკურნალობა. თაბაშირის ნახვევით, დაზიანებული კიდურის სრული მოსვენება. სულფანილამიდური პრეპარატები სქემის მიხედვით, ანტიბიოტიკები. თუკი კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტურია, ნაჩვენებია ოპერაცია (ართროტომია), ხოლო შორს წასულ შემთხვევებში, როდესაც ძვლების სასახსრე ზედაპირების დაშლილია, სახსრის ეკონომიური რეზექცია შემდგომში ჭრილობის ღია წესით მკურნალობით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..