სითბოს ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სითბოს ცენტრი – თერმორეგულაციის ცენტრი, სპეციფიკურ ნერვულ უჯრედთა ერთობლიობა, რ – იც თავმოყრილია ჰიპოთალამუსსა და ზოგიერთ სხვა ნერვულ სტრუქტურაში და უზრუნველყოფს სხეულის ტემპერატურის მუდმივი დონის შენარჩუნებას თბილსისხლიან ცხოველებსა და ადამიანში. ჰიპოთალამუსის წინა ნაწილში ხდება სითბოს გადაცემის რეგულაციის, ხოლო მის უკანა ბირთვებში  –  სითბოპროდუქციის კონტროლი. სითბოს ცენტრის ზოგი ნეირონი, ე. წ. ”თერმოდეტექტორი” აღჭურვილია მაღალი ტემპერატურული მგრძნობელობით და სისხლის ტემპერატურის ნორმაზე ზევით აწევისას გზავნის დიდი რაოდენობის, ხოლო დაქვეითებისას უფრო ნაკლები რაოდენობის იმპულსებს. სხვა ე. წ. ”მაინტეგრირებელი” ნერვული უჯრედები სხეულის სხვადასხვა მიდამოდან მოსულ ტემპერატურულ გაღიზიანებას აჯამებენ და თავის მხრივ გზავნიან იმპულსებს თერმოსარეგულაციო სისტემის ეფექტორულ ორგანოებთან (კანის სისხლძარღვები, საოფლე ჯირკვლები, კუნთები, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და სხვ.) და აძლიერებენ ან ასუსტებენ სითბოს პროდუქციას და სითბოს გაცემას იმის მიხედვით, თუ როგორია სისხლისა და გარემოს ტემპერატურა. სითბოს ცენტრის მოქმედების კონტროლი ხდება ცენტრ. ნერვული სისტემის უმაღლეს განყოფილებებში, სახელდობრ ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქში. ა. ბაკურაძე. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook