სიმპათიკური ოფთალმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სიმპათიკური ოფთალმია – (თვალის დაავ.) მძიმე ქრონიკული ირიდოციკლიტი, რომელიც ვითარდება დაუზიანებელ თვალში მეორე დაზიანებული თვალის, დუნედ მიმდინარე ტრავმული ირიდოციკლიტის დროს (გამჭოლი ჭრილობები, თვალზე ოპერაციების შემდეგ, რქოვანას პერფორირებული წყლული).  ეტიოლოგია ბოლომდე დადგენილი არ არის. სიმპტომები. დაუზიანებელი თვალის დაავადება ვლინდება ჭრილობიდან არა ნაკლებ 12 დღისა, ხშირად  – 3 – 8 კვირის შემდეგ. ჩნდება ტკივილი, სინათლის შიში, ცრემლდენა, ჰიპერემია რქოვანას ირგვლივ, ექსუდატი წინა საკანში, ფერადი გარსის შეხორცება ბროლის წინა ზედაპირთან, იცვლება ფერადი გარსის შეფერილობა, გუგა შევიწროებულია. მოგვიანებით ვითარდება გლაუკომა, ზოგჯერ ვლინდება ცილიარული სხეულის ატროფია, თვალი ნაოჭდება. მხედველობა თანდათანობით ქვეითდება სიბრმავის განვითარებამდე.  პროფილაქტიკა მდგომარეობს მტკივნეული დაზიანებული თვალის დროულ მოცილებაში, სანამ განვითარდება ირიდოციკლიტი მეორე (ჯანმრთელ) თვალში, ამიტომაც აუცილებელია ავადმყოფის სასწრაფოდ გადაგზავნა ოკულისტთან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..