სიმპტომატური ფსიქოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სიმპტომატური ფსიქოზები – (simptomatikos შემთხვევითი, უნებლიე; სინ.: ეგზოგენური ფსიქოზები) სიძიმისა და სიღრმის მიხედვით განსხვავებული ფსიქიკური აშლილობები, რომლებიც წარმოიქმნება სომატური (ინფექციური და არაინფექციური) დაავადებების და ინტოქსიკაციების დროს. სიმპტომატური ფსიქოზები წარმოადგენს ძირითადი დაავადების ერთ  –  ერთ გამოვლინებას და (ან ) შედეგს. განასხვავებენ მის მწვავე და გახანგრძლივებულ ფორმებს. მწვავე სიმპტომატური ფსიქოზები უმრავლეს შემთხვევაში მიმდინარეობს ცნობიერების დაბინდვით, დელირიუმით, ამენციით, ეპილეპტიფორმული და ონეიროიდული მდგომარეობებით; გახანგრძლივებული დეპრესიებით, დეპრესიულ – პარანოიდული, ჰალუცინაციურ – პარანოიდული მდგომარეობებით, სტუპორით, მანიებით, ფსევდოპარალიზური მდგომარეობებით, კორსაკოვსკის ტრანზიტორული ფსიქოზით, კონფაბულოზით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook