სიმულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სიმულაცია – (ფსიქოლოგია) ქცევა, რომელიც მიმართულია დაავადების ან მისი ცალკეული სიმპტომების იმიტაციაზე, მოტყუების მიზნით. სიმულაციის მოტივები შესაძლოა იყოს: გარკვეული შეღავათების მიღება, პასუხისმგებლობიდან თავის არიდება, სწრაფვა საკუთარი თავისადმი ყურადღების მიპყრობისა (მაგალითად, ბავშვებში მშობლიური ზრუნვის ნაკლებობისას), დახმარების საჭიროება და ა. შ. სიმულაციის მიზნის პიროვნული აზრი შესაძლებელია იყოს  როგორც გაცნობიერებული, ასევე გაუცნობიერებელი. ეს უკანასკნელი აღინიშნება, მაგალითად, ისტერიულ ნევროზიან ავადმყოფებში, როდესაც სიმულაცია ხდება ერთ – ერთი ხერხი ნევროტული კონფლიქტის არაადექვატური გადაწყვეტისა. 2.  რაიმე ნიშნების ცრუ აღიარება, თავის მოავადმყოფება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook