სინართროზი

სინართროზი – (synarthrosis; ბერძ. Syn ერთად + arthron სახსარი +  – osis)ძვლების უწყვეტი უმოძრაო ან მცირედ მოძრავი შეერთება შემაერთებელი, ხრტილოვანი ან ძვლოვანი ქსოვილით. ქსოვილის სახის მიხედვით განასხვავებენ სინდესმოზებს, სინქონდროზებს, სინოსტოზებს. სინდესმოზები ანუ ფიბროზული შეერთებები წარმოადგენენ ძვლების შეერთებას შემაერთებელი ქსოვილით. სინქონდროზები ანუ ხრტილოვანი შეერთებების დროს ძვლები ერთმანეთთან დაკავშირებულია ჰიალინური ან ბოჭკოვანი ხრტილით; სინოსტოზები ანუ ძვლოვანი შეერთებები ვითარდება მოზრდილებში სინდესმოზების ან დროებითი სინქონდროზების ადგილზე.


Share this...Share on Facebook
Facebook