სინდრომი სინუსური კვანძის სისუსტის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სინდრომი სინუსური კვანძის სისუსტის – სინუსური კვანძისა და მასთან მდებარე მიოკადიუმის უბნების დაზიანება; სინუსურ კვანძში ითრგუნება და (ან) იზრდება იმპულსების გამტარობა; ვლინდება სინუსური ბრადიკარდიით ან სინოაურიკულარული ბლოკადით და ამ ფონზე სხვადასხვა არითმიის შეტევებით (მაგალითად, წინაგულთა თრთოლვა და ციმციმი, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია); მიზეზები შესაძლოა იყოს გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, კარდიომიოპათია, კოლაგენოზები, გულზე ოპერაციები, რომლებიც იწვევენ სინუსურწინაგულოვან მიდამოში დეგენერაციულ ცვლილებებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..