სინუსიტი

სინუსიტი – ცხვირის დანამატი წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთება. განასხვავბენ ჰაიმორიტს  –  ზედა ყბის (ჰაიმორის) წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებას: ფრონტიტი  –  შუბის წიაღის ანთება; ეთმოიდიტი  –  ცხავის  ლაბირინთის ანთება და სფენოიდიტი  –  სოლისებრი წიაღის ანთება. დაავადება შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, პროცესში ერთი წიაღის ჩართვის ან ცხვირის ყველა დანამატის წიაღის დაზიანებით, ერთ ან ორივე მხარეზე  –  ე. წ. პანსინუსიტი. დაავადების სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზეა ზედა ყბის წიაღი, შემდეგ ცხვის  ლაბირინთი, შუბლისა და სოლისებური წიაღი.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

 

Share this...Share on Facebook
Facebook