სისხლდენა კუჭისა და თორმეტჯოგა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს

სისხლდენა კუჭისა და თორმეტჯოგა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს – წყლულების დიაგნოსტიკაში წამყვან როლს ასრულებს გასტროდუოდენოსკოპია: სისხლდენის ენდოსკოპური გამოვლინებები იყოფა: 1ა ტიპი  –  არტერიული სისხლდენა წყლულიდან; 1 ბ ტიპი  –  სისხლის დასერვა წყლულოვანი დეფექტიდან; 2 ტიპი  –  წყლული თრომბირებული სისხლძარღვით ფსკერზე. მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება  ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობით და ენდოსკოპური სურათით. 1 ა ტიპის დროს ნაჩვენებია სასწრაფო ოპერაცია.

1 ბ დროს შესაძლებელია სისხლდენის ენდოსკოპური შეჩერების მცდელობა (ელექტროკოაგულაცია), ამასთან წარუმატებელი ცდის შემთხვევაში ენდოსკოპისტმა ადგილი უნდა დაუთმოს ქირურგს ოპერაციული ჩარევისათვის. პროგნოზი დამოკიდებულია სისხლდენის ინტენსივობაზე და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარების დროულობაზე.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!


 

Share this...Share on Facebook
Facebook