სისხლის დეპო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სისხლის დეპო – 1. ორგანოები (ღვიძლი, ელენთა, კანი) რომლებშიც შესაძლებელია ინახებოდეს საერთო სისხლმიმოქცევიდან იზოლირებული მთლიანი სისხლის დაახლოებით 50%. ორგანიზმის ჟანგბადისადმი გაზრდილი მოთხოვნილების დროს ან ჰემოგლობინის ნაკლებობისას სისხლი დეპო ორგანოებიდან გადადის საერთო სისხლმიმოქცევაში. 2. სისხლის დეპო  –  ორგანო – რეზერვუარი, სადაც გროვდება სისხლის მნიშვნელოვნი რაოდენობა, რომელსაც ეს ორგანო არ გამოიყენებს, მაგრამ საჭიროების დროს გადაისვრის სისხლის საერთო ნაკადში. ასეთებია ღვიძლი, ელენთა, ფილტვები და კანქვეშა სისხლძარღვები. ღვიძლი აკავებს სისხლის საერთო რაოდენობის დაახლ. 20% – ს, თითქმის ამდენივეს ინახავს ელენთა. ღვიძლში დეპონირებასთან ერთად სისხლის კონცენტრირებაც ხდება. ელენთაში დეპონირებული სისხლი, რომელიც მდიდარია ერითროციტებით, მნიშვნელოვნად არის იზოლირებული სისხლის საერთო ნაკადისაგან. დეპონირების დანიშნულებაა დროულად მიაწოდოს სისხლი ინტენსიურად მოფუნქციე ორგანოებსა და ქსოვილებს. ა. ბაკურაძე. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook