სისხლის პლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სისხლის პლაზმა – სისხლის თხიერი ნაწილი, რომელშიც შეწონილ მდგომარეობაშია იმყოფება სისხლის ფორმიანი ელემენტები. მის შემადგენლობაში შედის ცილები, ნახშირწყლები, ლიპიდები, ელექტროლიტები, ჰორმონები, ვიტამინები, გახსნილი აირები და ნივთიერებათა ცვლის შუალედი პროდუქტები. სისხლის პლაზმის ცილები, რომელთა რაოდენობა 7 – 8% შეადგენს, მონაწილეობენ წყლის ცვლაში, ჰორმონების ვიტამინების, ცხიმების ტრანსპორტში, სისხლის შედედების პროცესში. ელექტროლიტები იცავენ ოსმოსური წნევის მუდმივობას, სისხლის აქტ. რეაქციას, გავლენას ახდენენ კოლოიდების მდგომარეობასა და ნივთიერებათა ცვლაზე. სისხლის პლაზმა შეიცავს მთელ რიგ ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის შედედების პროცესში. ა. აბესაძე. [“1”] 2.  (plasma sanguinis ბერძნ.plasma  –  წარმოქმნა) სისხლის თხევადი ნაწილი. სისხლის პლაზმაში შედის სისხლის ფორმიანი ელემენტები (ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები). სისხლის პლაზმის შემაგენლობის ცვლილებას გრკვეული დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადებებს დროს. მისგან ამზადებენ სამკურნალო პრეპარატებს (ალბუმინი, ფიბრინოგენი, გამა – გლობულინი და სხვ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა