სისხლხველება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სისხლხველება – ჰემოპტოე, სასუნთქი ორგანოებიდან სისხლის გამოყოფა ხველების დროს. ნახველში შეიძლება იყოს სისხლის ”ძაფები”, სისხლის მინარევი, სუფთა სისხლი, ”ჟანგიანი” ნახველი და სხვ. ფილტვებიდან სისხლდენის დროს სისხლის დიდი რაოდენობა გამოიყოფა. სისხლხველება გვხვდება ტუბერკულოზის, ბრონქიტის, ბრონქოექტაზიური დაავადების, ფილტვის სიმსივნის, ანთების, აბსცესის, ინფარქტის, გულის ზოგიერთი მანკისა და სხვ. დროს. სისხლხველების მიზეზია სისხლძარღვის დაწყლულება ან გასკდომა, ფილტვებში სისხლის შეგუბება, წვრილი სისხლძარღვების კედლის შეღწევადობის მომატება და სხვ. პირველი დახმარების მიზნით ავადმყოფს ნახევრად წამოაყენებენ, გულმკერდზე ადებენ ყინულიან ბუშტს; უკრძალავენ ლაპარაკს. მკურნალობა : სისხლხველების გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაცია; სისხლის შემაჩერებელი საშუალებანი. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook