სკალენუს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სკალენუს სინდრომი – კიბისებრი კუნთის სინდრომი. კისრის არეში ტკივილის შერწყმა მხარის ზემოთ და ხელში  –  იდაყვის მხარეზე ტკივილთან, ხელის პერიფერიულ პარეზთან (უპირატესად დისტალურ ნაწილებში), მტკივნეულობასთან პალპაციის დროს წინა კიბისებური კუნთის მიმაგრების ადგილას, სხივის არტერიაზე პულსის დასუსტებასთან, ადგილობრივ ვეგეტატიურ სისხლძარღვოვან დარღვევებთან. გამოწვეულია ლავიწქვეშა არტერიაზე ზეწოლით და ასევე მხრის წნულის ლავიწქვეშა ნაწილის კისრის მალებთქვეშ ზეწოლით ან ანომალიურად განლაგებული პირველი ნეკნითა და შეკუმშული კიბისებრი კუნთით. სინონიმები: ნიფციგერის სინდრომი, წინა კიბისებრი კუნთის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook