სმენის ნერვის ნევრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სმენის ნერვის ნევრიტი – (ყელ – ყურ – ცხვირ. დაავ.) ვითარდება გადატანილი ინფექციების (გრიპი, წითელა, ქუნთრუშა, ტიფი, მენინგიტი) და ზოგადი დაავადებების (ათერისკლეროზი, ნეფრიტი, შაქრიანი დიაბეტი), სამკურნალო პრაპარატებით (ქინინი, ნატრიუმის სალიცილატი, სტრეპტომიცინი და ა.შ.) ან შხამებით (დარიშხანი, ვერცხლისწყალი, ტყვია, ფოსფორი და ა.შ.) მოწამვლების, ალკოჰოლის და თამბაქოს ბოროტად გამოყენების, ხანგრძლივი (საწარმოო) ან ერთჯერადი ძლიერი ხმაურის, თავის ქალას ტრამვების შედეგად.  სიმპტომები. პროგრესირებადი ცალმხრივი ან ორმხრივი სმენის დაქვეითება, სიყრუის განვითარებამდეც კი, არც თუ იშვიათად ხმაური ყურებში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..