სომატოტროპული ჰორმონი

სომატოტროპული ჰორმონი – (ბერძ. Soma, soma[tos] სხეული + tropos მიმართულება; სინ.: სომატოტროპინი, ზრდის ჰორმონი)ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში მიმდინარე ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის  რეგულაციაში; ჰორმონის ანაბოლურ ზეგავლენას ახდენს ცილოვან ცვლაზე, ასტიმულირებს ჩონჩხისა და სხეულის ზომების ზრდას. სომატოტროპული ჰორმონი იწვევს ცილის სინთეზის გაზრდას ყველა ქსოვილსა და ორგანოში, მისი ზეგავლენით ძლიერდება დნმ – ისა და რნმ – ის სითეზი, მატულობს უჯრედთა საერთო რაოდენობა, იზრდება ზოგიერთი ფერმენტის აქტივობა. მისი ჭარბი სეკრეცია მოზრდილებში იწვევს აკრომეგალიის განვითარებას; ხოლო ბავშვობისა და მოზარდთა ასაკში – გიგანტიზმს. სომატოტროპული ჰორმონის უკმარისობა (და რიგი ტროპული ჰორმონებისა) იწვევს ზრდის, ჩონჩხის და სხვა ქსოვილებისა და ორგანოების დიფერენცირების მკვეთრ შეჩერებას,  – ე. წ. ჰიპოფიზური ნანიზმის განვითარებას.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook