სოციალური სტატუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სოციალური სტატუსი – (ფსიქოლოგია) (ლათ. status – მდგომარეობა)1. ინდივიდის ან ჯგუფის ობიექტური ადგილი სოციალურ სისტემაში, მათი მახასიათებლების შესაბამისად (ბუნებრივი, პროფესიონალური, ეთნიკური და სხვ.); 2. სუბიექტის მდგომარეობა პიროვნებათშორის ურთიერთობათა სისტემაში, რომელიც განსაზღვრავს მის უფლებებს, მოვალეობებს და პროვილეგიებს. განასხვავებენ  თანდაყოლილ სოციალურ სტატუსს (სქესის, ეროვნების მიხედვით და ა. შ.) და მიღწეულ სოციალურ სტატუსს (განსწავლულობით, კვალიფიკაციით და სხვ.). ინდივიდები, რომელთაც გააჩნიათ ერთი და იგივე სოციალური სტატუსი, გააჩნიათ რიგი მსგავსი ნიშნები, რომლებიც აღინიშნება როგორც პიროვნების ,,სოციალური ტიპი”. ამავე დროს სხვადასხვა ჯგუფებში ინდივიდს შესაძლებელია ჰქონდეს სხვადასხვა სოციალური სტატუსი. არსებითი განსხვავებები სოციალური სტატუსისა, რომელსაც ინდივიდი იძენს ჯგუფებში, შესაძლებელია გახდეს მიზეზი პიროვნებათშორისი კონფლიქტებისა. როდესაც ერთი სოციალური სტატუსი წინააღმდეგობაშია მეორესთან, ინდივიდი ყალიბდება ,,მარგინალურ პიროვნებად” (იხ. მარგინალობა). სოციალური სტატუსის რეალიზაციას ემსახურება პიროვნების სოციალური როლი, ასევე მისი სოციალური პოზიცია, როგორც საკუთარ სოციალურ სტატუსთან ურთიერთობა და სოციალური როლი. სოციალური სტატუსის მნიშვნელოვანი მახასიათებელია პრესტიჟი და ავტორიტეტი, როგორც თავისებური ზომა გარემომცველთა მიერ ინდივიდის დამსახურებების აღიარებისა.3. სოციალური სტატუსი – ინდივიდის პოზიცია ან რანგი ჯგუფში, ან ჯგუფის პოზიცია ან რანგი სხვა ჯგუფებთან ურთიერთობაში. (სოც. და მარკ.კვლ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook