სპარგანოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სპარგანოზი – (sparganosis)ჰელმინთოზი ცესტოდოზების ჯგუფიდან; იწვევს პლეროცერკოიდები და ხასიათდება შინაგანი ორგანოების, თვალების, კანქვეშა უჯრედისის, კუნთების დაზიანებით.  ადამიანის დასნებოვნება ხდება წყალით, საკვებით (ფრინველის, ბაყაყის და სხვ. დაუმუშავებელი ხორცი), რომელიც შეიცავს პლეროცერკოიდებს. თვალის სპარგანოზის დროს ვითარდება ძლიერი ტკივილები, ცრემლდენა, შეშუპება და ქუთუთოს ფთოზი. ლავრების კანქვეშა უჯრედისში და კუნთებში პარაზიტობისას აღინიშნება კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, ჰელმინთის გადაადგილების შეგრძნება. აღწერილია პლეროცერკოიდებით ფილტვების, თირკმელების, ტვინის გულის, ნაწლავის, შარდის ბუშტის და ურეთრის დაზიანების ერთეული შემთხვევები; მკურნალობა ოპერაციულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook