სპირალიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სპირალიზაცია – ქრომოსომების (spiralisatio chromosomatum) ქრომონემების დახვევა სპირალისებურად მიკროსკოპში ხილული ქრომოსომების წარმოქმნით, რომლებიც იქამდე უხილავი არიან თავისი დესპირალიზებული მდგომარეობის გამო. ეს პროცესი იწყება მიტოზის ან მეიოზის პროფაზაში. ქრომონემული სპირალის დახვევა მაქსიმუმს აღწევს მეტაფაზაში. ანაფაზის განმავლო­ბაში ქრომოსომები არ იცვლის სპირალიზაციის დონეს. მიტოზის (ან მეიოზის) ტელოფაზაში იწყება ქრომონემული სპირალის გაშლა,­ რაც მაქსიმუმს აღწევს ინტერფაზაში. ქრომოსომების სპირალიზაციისა და დესპირალიზაციის ჰიპოთეზა წამოაყენა დარლინგტონმა (1932). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook