სპლანქნოტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სპლანქნოტომი – (splanchnotomus ბერძნ.splanchna  –  შიგნეულობა, tomos  –  ნაწილი)  –  ძუძუმწოვართა ჩანასახების მეზოდერმის არასეგმენტირებული ვენტრალური ნაწილია. იგი შედგება ორი ფურცლისაგან: გარეთა პარიესული და შიგნითა ვისცერული ფურცლებისაგან. ფურცლებს შორის არის ნაპრალისებრი სივრცე  –  სხეულის მეორადი ღრუ (ცელომი). პარიესული ფურცლიდან წარმოიქმნება კანის შიგნითა ფურცელი  –  მეზენქიმა (დერმა). ვისცერული ფურცლის მასალა დასაბამს აძლევს გლუვკუნთოვან და შემაერთებელ ქსოვილებს. შინაგანი ორგანოების სპლანქნოტომის ვისცერული ფურცლიდან ვითარდება სასქესო ჯირკვლები და ეპიმიოკარდიუმი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook