სპონდილოართროზი

სპონდილოართროზი – მალთაშუა სახსრების ართროზი, უპირატესად კისრისა და წელის არეში. შესაძლებელია მიმდინარეობდეს სახსრების ფუნქციონალური ბლოკადით, სახსრებში ამოვარდნილობით და სასახსრე კაფსულის დაზიანებით, სახსრის ქსოვილების ანთებით. კლინიკურად ვლინდება ორმხრივი ტკივილით, რომელიც ლოკალიზდება პარავერტებრალურად და შესაძლოა ირადირებდეს მხარში, გავა – თეძოს შენაწევრების არეში და ბარძაყში. დილაობით ავადმყოფებს აღენიშნებათ გარდამავლი შებოჭილობა. ტკივილი ძლიერდება სახსრის გაშლისას, განსაკუთრებით ერთდროული როტაციისას,  მაგრამ მცირდება მოსვენებულ მდგომარეობაში და მალთაშუა სახსრების ორმხრივი ბლოკადის დროს ადგილობრივი ანესთეტიკის და კორტიკოსტეროიდის შეყვანით. დიაგნოზი დასტურდება რენტგენოლოგიურად. მკურნალობა  – მედიკამენტოზური ბლოკადა, სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპიული მეთოდები, მანუალური თერაპია.


Share this...Share on Facebook
Facebook