სუიციდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სუიციდი – – 1. (ფსიქოლოგია)  (ინგლ. suicide – თვითმკვლელობა)  თვითმკვლელობის აქტი, რომელსაც ახდენს ადამიანი ფსიქიკური დაავადების ზეგავლენით ძლიერი სულიერი აშლილობისას (იხ. ფსიქოზები); ესაა სიცოცხლის აღკვეთის გაცნობიერებული აქტი, მწვავე ფსიქოტრავმირებადი სიტუაციების ზეგავლენით (იხ. ფსიქიკური ტრავმა), რომლის დროს მოცემული ადამიანისათვის საკუთარი სიციცხლე, როგორც უმაღლესი ფასეულობა, კარგავს მნიშვნელობას. სუიციდის მიზეზები მრავალფეროვანია და ეფუძნება არა მარტო სუბიექტის პიროვნულ დეფორმაციას ფსიქოტრავმულ სიტუაციაში, რომელიც მის გარშემოა, არამედ საზოგადოების სოციალ – ეკონომიკურ ზნეობრივ ორგანიზაციას. შექმნილია სპეციალური სუიციდოლოგიური სამსახური, ,,ნდობის ტელეფონი”, კრიზისული ფსიქოთერაპიის ცენტრები). 2.  (თვითმკვლეობა) გამიზნულად საკუთარი სიცოცხლის აღკვეთა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook