სწორი ნაწლავის უცხო სხეულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სწორი ნაწლავის უცხო სხეულები – უხშირესად აღნიშნულ უცხო სხეულებს წარმოადგენენ რეზინის ან შუშის ბუნიკების ნამსხვრევები, რომლების სწორ ნაწლავში, სფინქტერის ზემოთ, მოხვდნენ სამკურნალო პროცედურების ჩატარების დროს. გაცილებით იშვიათად სწრო ნაწლავში უცხო სხეულები ხვდება ბასრ, ადვილად მტვრევად საგნებზე დაცემის შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილები სწორი ნაწლავის მიდამოში, რომლებიც ძლიერდებიან დეფეკაციის ცდის შემთხვევაში, უკანა ტანიდან სისხლის და ლორწოს გამოყოფა. სწორ ნაწლავში უცხო სხეულის არსებობა და ხშირად მისი ხასიათის დადგენა ადვილად ხერხდება თითით რექტალური გამოკვლევისას.  მკურნალობა. თითით, რექტოსკოპით ან ოპერაციული გზით უცხო სხეულის ამოღება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..