ტანჟერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტანჟერის დაავადება – – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ლიპიდური ცვლის დარღვევით, რომლის დროსაც სისხლში არ არის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, მაგრამ ვლინდება ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობა.  დამახასიათებელი ნიშანია სასის ნუშურების გადიდება, რომლებიც შეფერილია მოყვითალო ფერად. ქოლესტერინი ლაგდება ხახისა და სწორი ნაწლავის ლორწოვანში. აღინიშნება სპლენომეგალია, რქოვანას დაზიანება, პოლინევროპათია. გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. მკურნალობა სიმპტომატურია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook