ტაპეტორეტინული დისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტაპეტორეტინული დისტროფია – (ლათ. Tapete საფარი + retina ბადურა გარსი; ბერძ. dys –  მოშლა + trophe კვება; სინ.: ტაპეტორეტინული დეგენერაცია, ტაპეტორეტინული აბიოტროფია)თვალის ბადურას მემკვიდრეობითი დისტროფიული დაავადებები, რომელთა საერთო ნიშანია მისი პიგმენტური ეპითელის პათოლოგიური ცვლილება. კლინიკურად ტაპეტორეტინული დისტროფია ვლინდება ბავშვობის ან ყრმობის ასაკში; ხასიათდება მხედველობითი ფუნქციის თანდათანობითი დაქვეითებით, მხედველობის შესუსტებამდე ან სიბრმავემდე მოწიფულ ან მოხუცებულობით ასაკში. პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ  პერიფერიულ და ცენტრალურ ტაპეტორეტინული დისტროფიას; პერიფერიულს მიეკუთვნება ბადურას პიგმენტური დისტროფია, ბადურას თეთრწერტილოვანი დისტროფია, ყვითელლაქოვანი თვალის ფსკერი, სტაციონარული ღამის სიბრმავე. ცენტრალური ტაპეტორეტინული დისტროფია მოიცავს მაკულარულ დისტროფიებს – შტარგარდტის დისტროფია, ბერისა და ბესტის დისტროფიები. ტაპეტორეტინული დისტროფიის განსაკუთრებით გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ბადურას პიგმენტური დისტროფია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook