ტეა – საქსის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტეა – საქსის დაავადება – მემკვიდრეობითი ნეირომეტაბოლური დაავადება, რომელიც უკავშირდება თავის ტვინში განგლიოზიდ Gm2 დაგროვებას. ხშირად აღინიშნება აღმოსავლეთ ევროპელ ებრაელებში. ვლინდება სიცოცხლის პირველ  3 – 6 თვეს. დამახასიათებელია აპათია, მომატებული მოძრაობითი რეაქციები ხმოვან გამღიზიანებლებზე, განვითარების შეჩერება, ბადურას დეგენერაცია, ჰიპომიმია, მხედველობის ნერვების ატროფია, კუნთოვანი ჰიპოტონია, ატაქსია, ტრემორი. ტერმინალურ სტადიაში – კონტრაქტურები, დეცერებრაციული რიგიდობა, კახექსია. ლეტალობა დგება 2 – 5 წლის ასაკში. მკურნალობა სიმპტომატურია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..