ტერფის პირველი თითის დეფორმაცია

ტერფის პირველი თითის დეფორმაცია – ხშირად ორმხრივი დეფორმაცია, რომელიც წარმოიქმნება  ბრტყელტერფიანობის დროს. ქალებში გაცილებით ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. თითის დეფორმაციას ხელს უწყობს მაღალქუსლიანი, ვიწრო ფეხსაცმლის ტარება.

სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ტკივილი წინა ტერფის ძვლების თავებში, გადიდება და დეფორმაცია, ტერფის პირველი თითის გარეთა მხარეს  გადახრა.

მკურნალობა. მწვავე ანთების დროს  –  მოსვენებითი მდგომარეობა, სითბური აბაზანები, ანალგეტიკები; ორთოპედიული ფეხსაცმელის ტარება; კონსერვატული მკურნალობის არაეფექტურობის დროს  –  ოპერაცია. გამოწერის შემდეგ ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა, წვივებისა და ტერფების მასაჟი, სითბური აბაზანები, ფიზიოთერაპიული მკურნალობა.

♦ ტერფის პირველი თითის კორექტორები ,,ამაზონზე” >>  

 როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?