ტონზილურ – კარდიალური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტონზილურ – კარდიალური სინდრომი – გულის ცვლილება, რომელსაც ზოგჯერ წინ უძღვის ქრონიკული ტონზილიტი, განსაკუთრებით მისი გამწვავების დროს. ამასთან ერთად შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა სუბიექტური გამოვლინებები, იშვიათად გულის სერიოზული ცვლილებები  – მიოკარდიუმის დისტროფია და მიოკარდიტი. ავადდებიან უპირატესად ახალგაზრდა ქალები, რომლებთაც აღენიშნებათ ხშირი გამწვავებებით მიმდინარე გამოხატული ტონზილიტი.  სიმპტომები. ყველაზე ხშირია ჩივილი – სხვადასხვა ხასიათის ტკივილი გულის არეში, ხშირად მჩხვლეტავი, რომელიც დაკავშირებული არ არის ფიზიკურ დატვირთვასთან. აგრეთვე, შესაძლებელია აღინიშნებოდეს ქოშინი დატვირთვის დროს, გულისცემის შეგრძნება, გულის მუშაობის დარღვევები, ართრალგიები. ობიექტურად ავადმყოფების უმეტესობას არ აღენიშნება გულის და ლაბორატორიული მაჩვენებლების  მხრივ რაიმე სახის პათოლოგიური ნიშნები, რაც მიუთითებს ანთებითი პროცესის განვითარებაზე. მიოკარდიუმის ტონზილოგენური დისტროფია ხასიათდება სუბფებრილიტეტით, ტაქიკარდიით, არტერიული ჰიპერტონიით, გულის საზღვრების მარცხნივ უმნიშვნელო გადიდებით, ტონების მოყრუებით, მცირე სისტოლური შუილით, იშვიათად ლაბორატორიული მაჩვენებლების უმნიშვნელო ცვლილებებით (ედს – ის მომატება, ლეიკოციტოზი). ამასთან გულის უკმარისობის მოვლენები არასდროს ვლინდება. ტონზილოგენური მიოკარდიტის დროს, გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების ნიშნები უფრო მკაფიოდ არის გამოხატული. ვლინდება ეკგ – ზე გადახრა გამტარებლობის დარღვევით, ექსტრასისტოლიებით, S – T სეგმენტის და T კბილის ცვლილებებით. განსაკუთრებით ძნელია ტონზილოგენური დაზიანებების დიფერენცირებული დიაგნოსტიკა პირველად რევმოკარდიტთან. მთლიანობაში, აღნიშნული დაზიანებებისთვის მეტად დამახასიათებელია სხვადასხვა, ხშირად მწვავე ჩივილების შერწყმა, განსაკუთრებით კარდიალგიები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook