ტრავმული ამოვარდნილობა

ტრავმული ამოვარდნილობა

წარმოიქმნება სახსრის ძლიერი მექანიკური ტრავმის დროს. არსებობს დახურული ამოვარდნილობები და, მიმდინარეობითა და პროგნოზის მიხედვით შედარებით მძიმე, ღია ამოვარდნილობები, რომლის დროსაც სახსრის მიდამოში ვითარდება ჭრილობა.

სიმპტომები, მიმდინარეობა: ტკივილის სახსარში, მასში აქტიური და პასიური მოძრაობების შეუძლებლობა და მისი დეფორმაცია. ამოვარდილობის მძიმე გართულებაა ახლომდებარე სისხლძარღვების და ნერვების დაზიანება. თუკი ამოვარდნილობა არ ჩასწორდა ტრავმიდან პირველი 2 საათის განმავლობაში, მას უწოდებენ მოძველებულს. მისი მკურნალობა (განსაკუთრებით ჩასწორება) საკმაოდ რთული ამოცანაა.

ღია ამოვადნილობა ზოგჯერ რთულდება ჩირქოვანი ართრიტით. დიაგნოზის დადგენა  ხდება კლინიკური სიმპტომების საფუძველზე, სახსრის აუცილებელი რეტგენოგრაფიით, ვინაიდან ამოვადნილობები ზოგჯერ შერწყმულია სახსრის ირგვლივი მოტეხილობებით. ეს მეთოდი მნიშვნელოვანია ასევე ქვეამოვარდნილობის დიაგნოსტირებისათვის, რომელსაც ნაკლებ გამოხატული სიმპტომატიკა აქვს.

მკურნალობა. მსხვილი სახსრების ამოვადნილობის დროს აუცილებელია მათი იმობილიზაცია და სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ სტაციონარში, სადაც ტარდება ჩასწორება და სახსრის იმობილიზცია არანაკლებ 3 კვირის ვადით;  შემდგომში ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა და ფიზიოთერაპიული პროცედურები. წვრილი სახსრების ამოვარდნილობების დროს მაგალითად, მტევნის, ქვედა ყბის, –  მას ასწორებენ ამბულატორიულ პირობებში. მოძველებული ამოვარდნილობების დროს არაიშვიათად ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.

პროგნოზი დროულად ჩასწორებული ამოვარდნილობის დროს და გართულებების არარსებობისას კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

Share this...Share on Facebook
Facebook