ტრემორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტრემორი – კიდურების, თავის, ენისა და სხეულის სხვა ნაწილების უნებლიე რიტმული მოძრაობები, რომელიც წარმოიქმნება აგონისტი – კუნთების და ანტაგონისტი – კუნთების მორიგეობითი შეკუმშვის შედეგად. ნერვული სისტემის სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტრემორის წარმოქმნაზე, არასაკმარისადაა შესწავლილი. ტრემორი შეიძლება აღენიშნებოდეს ჯანმრთელ ადამიანსაც, თუმცა ამპლიტუდა იმდენად დაბალია, რომ ტრემორი შეუმჩნეველია. პათოლოგიური ტრემორი შეიძლება იყოს სტატიკური (წარმოიქმნება მშვიდ მდგომარეობაში მყოფ სხეულის ნაწილში), პოსტურალური (ტრემორი გარკვეულ მდებარეობაში) და ინტენციური (წარმოიქმნება აქტიური მოძრაობის დროს). სტატიკური ტრემორი დამახასიათებელია პარკინსონიზმისათვის, ესენციური ტრემორისათვის, ასევე ჰეპატოცერებრული დისტროფიისა და ვერცხლისწყლით მოწამვლის დროს. პოსტურალური ტრემორი აღინიშნება პარკინსონიზმის, თირეოტოქსიკოზის დროს, ალკოჰოლითა და ლითიუმით მოწამვლისას, ასევე შფოთვისა და დაღლილობის დროს. ინტენციური ტრემორი, როგორც წესი, წარმოადგენს ნათხემისა და მისი კავშირების დაზიანების შედეგს. შედარებით ხშირია სტატიკური და პოსტურალური ტრემორი. ტრემორის მკურნალობა გარდა ძირითადი დაავადების თერაპიისა, ითვალისწინებს ბეტა – ადრენობლოკატორების დანიშვნას (ანაპრილინი) ან ანტელეფსინის კომბინირებას დიაზეპინების წარმოებულებთან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..