ტრიქომონოზი

ტრიქომონოზიტრიქომონოზი – დაავადება, გამოწვეული უროგენიტალური ტრიქომონებით. დაინფიცირება ხდება დაავადებული ადამიანისაგან, უპირატესად სქესობრივი გზით. ბავშვები იშვიათ შემთხვევაში შეიძლება დაინფიცირდნენ საყოფაცხოვრებო გზით.

კლინიკური გამოვლინებები ჩნდება დაინფიცირებიდან 5-15დღის განმავლობაში. ქალებს მწვავე ტრიქომონოზის დროს აღენიშნებათ საშვილოსნოდან გამონადენი, წვა და ქავილი. შეიძლება გამოვლინდეს დიზურიული მოვლენები.

დაავადების გავრცელებისას შეიძლება განვითარდეს ცისტიტი, ენდომეტრიტი, სალპინგოოოფორიტი და სხვა. მამაკაცებში ყველაზე ხშირად აღინიშნება ურეთრიტი, პროსტატიტი.

დიაგნოზი ისმება ნაცხში დაავადების გამომწვევის აღმოჩენით. მკურნალობა ტარდება ანტიბაქტერიული პრეპარატებით ორივე პარტნიორში. მკურნალობის შემდეგ განკურნების კონტროლი ტარდება სამჯერ: მკურნალობიდან 7 დღის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ და სამი თვის შემდეგ.

 


ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტრიქომონოზი – – (გინეკ.) საშოს ტრიქომონადით (უმარტივესი) გამოწვეული სპეციფიკური დაავადება; გადაეცემა სქესობრივი გზით. უხშირესად გვხვდება ტრიქომონადოზური კოლპიტი, არც თუ იშვიათად ტრიქომონები აგრეთვე იწვევენ ურეთრიტს, ცერვიციტს, პროქტიტს.

სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე სტადიაში მკვეთრად არის გამოხატული ქავილი, წვა, სიმძიმე მუცლის ქვევით. გასინჯვით: საშოს ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, უხვი ჩირქოვანი, ქაფიანი გამონადენი. ქრონიკულ სტადიაში ჰიპერემია ქრება, თუმცა რჩება დამახასიათებელი გამონადენი. დაავადების მიმდინარეობა ხანგრძლივია, არის რეციდივებისადმი მიდრეკილება.  დიაგნოზი ისმევა საშოდან გამონადენის მიკროსკოპიული გამოკვლევის საფუძველზე.

გაფრთხილება!

♦ ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა

.