ტრუასიერ – ჰანო – შოფარის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტრუასიერ – ჰანო – შოფარის დაავადება – ბრინჯაოს დიაბეტი, ჰემოქრომატოზი, საფუძვლად უდევს ჰემოსიდერინის და ჰემოფუსცინის ჩალაგება შინაგან ორგანოებსა და კანში. ეტიოლოგია უცნობია. დამახასიათებელია კანის ჰიპერპიგმენტაცია, მსგავსი ადისონის დაავადების (იხ.) დროს არსებულის, რაც განსხვავებით უკანასკნელთან არ აღინიშნება ლორწოვანებზე, ჰიპერგლიკემია (პანკრეასის ციროზული გადაგვარების გამო), ღვიძლის გადიდება (პიგმენტური ციროზი), სპლენომეგალია, შარდში მომატებულია პორფირინის შემცველობა, სისხლში  –  რკინის რაოდენობა. ემართებათ 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებს, უკავშირებენ სპილენძით მოწამვლას, ავიტამინოზს, ჰიპოფიზარულ დარღვევებს. სინონიმები: ჰანოს სინდრომი, შოფარის სინდრომი, ტრუასიერის სინდრომი, ღვიძლის პიგმენტური ციროზი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook