ტრუელ – ჟიუნეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტრუელ – ჟიუნეს სინდრომი  – (N. A. Troell, შვედი ექიმი; R. M. Junet, შვეიცარელი თერაპევტი)კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება აკრომეგალიით, ტოქსიკური ჩიყვით (ჩვეულებრივ კვანძოვანი), თავის ქალას თაღის ძვლების დიფუზური ჰიპეროსტოზით და ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლით. ავადყოფები უჩივიან თავის ტკივილს, უპირატესად კეფის მიდამოში, სახის ფორმის ცვლილებას, ცხვირის, წარბზედა რკალების, ყურების, ენის, კიდურების გადიდებას, გაღიზიანებადობას, ზოგჯერ სიგამხდრეს, წყურვილს. ავადმყოფთა უმრავლესობისათვის დამახასიათებელია ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის დაქვეითება და შაქრიანი დიაბეტი. ფარისებრი ჯირკვლის ცვლილებები ხასიათდება ტოქსიკური ჩიყვის განვითარებით; დაავადების პროგნოზი შეაბამისი მკურნალობისას სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..