ტუბერკულომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტუბერკულომა – ხაჭოსებრი ინკაფსულირებადი ნეკროზი ფილტვებში, იშვიათად – თირკმელებში და სხვა შინაგან ორგანოებში მეორადი ტუბერკულოზის დროს. ფილტვებში ტუბერკულომა შესაძლებელია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, გამწვავებისას ვლინდება ხველით, სისხლიანი ხველით, ინტოქსიკაციით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური კვლევით, მიკობაქტერიის გამოვლენით ნახველში. მკურნალობა – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები, ხოლო უეფექტობისას ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..