უესტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უესტის სინდრომი – ბავშვებში კრუნჩხვის ნაირსახეობა. სერიული მოხრითი სპაზმები. დღის მანძილზე შესაძლოა 80 – მდე და მეტი კრუნჩხვა, თითოეული 15 – 20 კონვულსიით. ელექტრო – ენცეფალოგრამაზე გამოხატული დიზრიტმია. დაავადება ჩვეულებრივ, ვლინდება ორი წლის ასკში. დროთა განმავლობაში კრუნჩხვითი შეტევები ღებულობს ეპილეპტიფორმულ ხასიათს. ხშირად ვითარდება ჭკუასუსტობა. [“3”] 2.  ადრეული ბავშვობის ასაკის ენცეფალოპათია, რომელიც განპირობებულია თავის ტვინის მუცელშიგა განვითარების დარღვევით, ან მისი პერინატალური ან პოსტნატალური დაზიანებით. ვლინდება ხშირი, ხანმოკლე კლონური ან ტონური კრუნჩხვებით, ფსიქომოტორული განვითარების შეჩერებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..